უკვე მესამე დღეა საქართველო ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციას მასპინძლობს. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები, ღვინის ექსპერტები და სომელიეები ესწრებიან. სტუმრობენ ღვინის მუზეუმს, ეცნობიან ქართული ღვინისა და მისი კულტურის განვითარების ისტორიას, ათვალიერებენ ღვინოსთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონატებს და აგემოვნებენ 50 საუკეთესო ქართულ ღვინოს. ღონისძიებაში საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.