ქართული ფოლკლორის არქივის ონლაინ კატალოგი

ფოლკლორის მასალების მოძიება ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი. შეიქმნა ონლაინ-კატალოგი, რომელიც სხვადასხვა საარქივო ფონდში თუ პირად არქივებში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს და მასალებს აერთიანებს. folkcatalog.ge​ – ამ მისამართზე ქართველი ფოლკლორისტების მიერ სხვადასხვა რეგიონში შეგროვებულ ისეთ ჩანაწერებსაც მოუყარეს თავი, რომლებიც სფეროს მკვლევართათვის დღემდე არ იყო ცნობილი და რომლებიც თავისი მნიშვნელობით ფასდაუდებელია.

ციფრულ ფორმატში გადაყვანილ მასალებს შორისაა მუშაობის პროცესში მომღერლების საუბრის ჩანაწერებიც. ელექტრონულ პლატფორმაზე უახლოეს მომავალში აიტვირთება ვიდეო კადრებიც. ასევე ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება ცნობილი ფოლკლორისტების დღიურები და საქართველოს რადიოს საარქივო მასალების აღწერა.