ქართული ფილმების რეტროსპექტივა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ცნობილი ქართველი რეჟისორების რამდენიმე ნამუშევარი ხორვატიაში დაგეგმილი ჩვენებისთვის შეირჩა. ქალაქ სპლიტის კინო-კლუბის მრავალფეროვან პროგრამაში ქართული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების აღდგენილი ვერსიები მოხვდა.
სპლიტის კინო-კლუბი ქართულ ფილმებს ნოემბრის ორ შაბათ-კვირას დაუთმობს. სპეციალურად შეირჩა ფილმები, რომლებიც ქართული კინოს „ოქროს ხანას“ ასახავს. ჩვენებებს ზაზა ურუშაძის „სამი სახლი“ დახურავს.