ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ორი დღის განმავლობაში ფორუმს – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიასპორის წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები. ფორუმი მიზნად სახელმწიფოსა და დიასპორას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ისახავს. დიასპორის ფორუმი ყოველწიურად, 27 მაისს იმართება.