„ნინო ანანიაშვილმა დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ 166 წლის წინ დაარსებული საბალეტო დასი გაეთავისუფლებინა იმ ტრადიციისა და კონსერვატიული ჩარჩოებისგან, რომლისგანაც თავის დაღწევას ბევრი საბალეტო დასი ვერ ახერხებს” – ეს არის ნაწყვეტი ისრაელის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებული რეცენზიიდან.
20-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა პრიმა-ბალერინამ დასთან ერთად ისრაელის სცენაზე ისევ იცეკვა. ქართული საბალეტო დასის ორკვირიანი საგასტროლო ტურნე დასრულებულია. სახელმწიფო ბალეტი ოთხ ქალაქში მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა.
ნახეთ ილია თავბერიძის და გიორგი ჯაფარიძის რეპორტაჟი ისრაელიდან.