ქართული ანიმაციის პრობლემები

1953 წელს ეკრანებზე პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმი გამოჩნდა. ეს იყო „არგონავტები“ – ვლადიმერ მუჯირის, ლადო გუდიაშვილის და კომპოზიტორ შალვა აზმაიფარაშვილის ერთობლივი ნამუშევარი. მას შემდეგ ქართულმა ანიმაციამ არაერთ წარმატებას მიაღწია, თუმცა აღმავლობის ხანა 90-იან წლებამდე გაგრძელდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა რეჟისორებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად წარმატებული პროექტების შექმნა დაიწყეს, მაგრამ პრობლემები დღემდე რჩება. დაფინანსების გარდა პრობლემაა უნიკალური საარქივო მასალების ხელმისაწვდომობაც.

ქართული მულტიპლიკაციური ფილმების მიღწევებსა და გამოწვევებზე გვანცა გიორგაძე გვიამბობს.