ჟირაფ ჟოზეს ამერიკაშიც გაიცნობენ.
საქართველოში შექმნილი პოპულარული ანიმაციური გმირი ინგლისურ ენაზეც აამღერეს. ახლად შექმნილ ამერიკულ იუთუბ-არხზე დღეს ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა. ქართველი პატარების საყვარელი მეგობარი და ანიმაციური სერიალისა და იუთუბ-ვიდეოების პერსონაჟი სწავლასა და განათლების მიღებაში ახლა უკვე ამერიკელ ბავშვებსაც დაეხმარება. ქართული ანიმაციური სერიალის თარგმნის პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
თათია კუჭუხიძე გვეტყვის, როგორ დაიწყო ჟოზეს ამერიკული ისტორია.