საქართველოს პირველ არხზე „მაშველები“ იწყება

სიახლე საქართველოს პირველ არხზე, რომელიც განსაკუთრებით პატარებს გაახარებს. მალე ჩვენს ეთერში გავა ქართული ანიმაციური სერიალი სახელწოდებით – „მაშველები“.

მაყურებელი ნახავს 16 სერიას, სადაც მთავარ გმირებს არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. ვასილ მაღლაფერიძის იდეით შექმნილი სერიალი, პერსონაჟების საინტერესო თავგადასავლებზე გვიყვება.

გასართობ ისტორიებთან ერთად, სერიალს შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. ქართველი ანიმაციური სუპერგმირები შეეცდებიან  ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობაც აუმაღლონ. „მაშველები“ საქართველოს პირველი არხის ეთერში 11 სექტემბრიდან გავა.