ქართულ-გერმანული მუსიკის კოლაბორაცია „ალავერდი“

ქართველი და გერმანელი მუსიკოსების კოლაბორაცია.

„ალავერდი“  -ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქართული და გერმანული ხალხური სიმღერების ერთობლივ შესრულებას ითვალისწინებს. ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ კონცერტებს სამი დღის განმავლობაში გამართავს. შესრულდება ცნობილი კომპოზიციების ინტერპრეტირებული ვერსიები.

სამი კონცერტისთვის მომზადებული ორიგინალური კომპოზიციები აერთიანებს ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ჯაზის ელემენტებს. პროგრამაშია გერმანული მუსიკა თანამედროვე არანჟირებით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის მომზადდა. მიზანი კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაა.