„ირიაოს“ კონცერტები რეგიონებში

ჯაზ ბენდი „ირიაო“ წინასაახალწლოდ საქართველოს რეგიონებს კონცერტებით ესტუმრა. 21 დეკემბერს „ირიაოს“ სოლო კონცერტი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა; ხოლო 22 დეკემბერს – მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. „ირიაომ“ გორსა და მარნეულში წინასაახალწლო კონცერტები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართა.

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ კომპოზიტორ დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით, წამყვან ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.