ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასში ოჯახის ყველა წევრი თანაბრად მონაწილეობდეს, კერძების მომზადებიდან ბოლო სტუმრის გამასპინძლებამდე. თუმცა, ორი ახალი წლის, შობისა და იანვრის სხვა ტრადიციული დღესასწაულების ფონზე, რომელიც მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს, ამ თანასწორობის მიღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება.
მომდევნო სიუჟეტში, სწორედ ქალები ჰყვებიან საახალწლო შრომის ტვირთზე და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა მისი შემსუბუქება.