ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ჩაგვრა, უთანასწორობა, ნაადრევი ქორწინება – რა კეთდება ქალებთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევების დასაძლევად.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს კითხვა კიდევ უფრო აქტიურდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების როლი და ჩართულობა სულ უფრო მზარდია, თუმცა პროცესში არაერთი ხელისშემშლელი ბარიერი არსებობს. „მოამბე“ დაინტერესდა, აქტივობების ხელშესაწყობად რა პროგრამები იქმნება და რა საკანონმდებლო ბერკეტები შემუშავდა ბოლო წლებში იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით ქალების უფლებები მეტად იყოს დაცული.