ქალთა მონაწილეობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში

„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ – ამ სახელწოდებით ტრენინგ-სემინარი გაიხსნა ბორჯომში. ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით იმართება, ესწრებიან ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სოციალური მუშაკები და ექიმი ქალები. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში სხვადასხვა მიმართულებით ქალთა ეფექტიან მუშაობასა და ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ორგანიზატორებს. სემინარი გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პროექტის და ნორვეგიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.