ქალთა მიმართ ძალადობა

2017 წელს 15 000-მდე ფეხმძიმე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ასეთია საქსტატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტო შარშან სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის 2 000-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირეს. არანაკლებ საგანგაშოა გამოკითხვაში მონაწილეთა პოზიცია. გამოკითხულთა ნაწილი გარკვეულ შემთხვევებში მეუღლის მხრიდან ძალადობას ამართლებს.

ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან საბრძოლველად კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.