კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოსთან თანამშრომლობით, ქალთა რეგიონულ ღონისძიებას „ქალების ერთობა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებას მასპინძლობს. ღონისძიება მოიცავს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ქალთა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის ლიდერების დაკავშირებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქალთა ბიზნეს ასოციაციებსა და სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობას. მონაწილეები ისაუბრებენ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქალები აწყდებიან ეკონომიკური განვითარების პროცესში. ღონისძიებას ესწრება ევროპისა და შუა აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან 15 – ზე მეტი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია.