ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა
რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.
მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.