კორონავირუსის შესახებ ისაუბრეს ქადაგებაში დღეს სამების საკათედრო ტაძარში. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშეა, თუმცა ყოფილა უფრო მძიმე შემთხვევებიც და ამ ვირუსსაც კაცობრიობა დაამარცხებს. სასულიერო პირმა შეკრებილებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. „მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა“- ამ სიტყვებით კი მრევლს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა.