ავღანეთში ვითარება კვლავ რთულია.
ადგილობრივი მოსახლეობა ქაბულის აეროპორტთანაა შეკრებილი და ყველა ხერხით საევაკუაციო რეისებზე მოხვედრას ცდილობს. ხალხის მასობრივი შეკრების გამო გართულებულია მათი გამოყვანის პროცესიც, რასაც დასავლეთი ახლა მთავარ ამოცანად მიიჩნევს. თალიბანი კი ახალ სამთავრობო სტრუქტურაზე მუშაობის დაწყების შესახებ იუწყება. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქაბულში ჩადის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერიც. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. ამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით მსოფლიოში ერთიანი ხედვა არ არსებობს. დიდ სახელმწიფოებს ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ.