ავღანეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ქვეყნიდან კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ ვითარება სულ უფრო რთულდება.
თალიბანმა დღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი დაიკავა. ექსტრემისტული დაჯგუფების მთავარი სამიზნე ახლა ქაბულია. ინტენსიური საბრძოლო შეტაკებების ფონზე ამერიკამ, ინგლისმა და გერმანიამ ქვეყნიდან დიპლომატიური მისიების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. პროცესის უზრუნველსაყოფად ავღანეთში პენტაგონი 3000 სამხედროს გზავნის. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საგანგებო სხდომა უკვე ჩაინიშნა.