ახალციხეში კი პურის ფესტივალი მიმდინარეობს. ადგილზე სტუმრები ხორბლის ენდემურ სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებს ეცნობიან, სწავლობენ მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური და ადგილობრივი პროდუქტები დააგემოვნოს.
ფესტივალი მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ინიციატივით, 2010 წელს დაარსდა და ახალციხეში უკვე მეოთხედ იმართება.