პურის ფესტივალი

8-9 ოქტომბერს თბილისის ბოტანიკური ბაღი პურის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნა, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდა, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკლორული ანსამბლი ქმნიდა. ღონისძიების ფარგლებში, ტერიტორიაზე ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია გამოიფინა.