სოფელ იორმუღანლოს 17 მეოთხეკლასელს გაკვეთილები დღეს სოფლის ცენტრში, კარავში ჩაუტარდა.
მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა სკოლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის გათავისუფლება გააპროტესტეს და სკოლაში მისვლაზე უარი განაცხადეს.
თეა გურგენიძე სკოლიდან 21 მაისს გაათავისუფლეს. მას ბრალად ბავშვზე ძალადობა ედება.
ბრალდებებს თავად პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.