შიმშილობის მეორე დღე პარლამენტთან. პატიმრების მშობლები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, აქვთ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით, პარლამენტში მზაობა უკვე არსებობს.
შეგახსენებთ, საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზნით, პატიმრების დედები 8 აგვისტოდან შიმშილობენ. ისინი 12 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.