მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების ნაწილი ნაკრაში მიკროჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც ისინი აცხადებენ, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ყველა დიდი და გიგანტური ჰესის მშენებლობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ადგილზე „სირცხვილის წიგნი“ მიიტანეს და განაცხადეს რომ, ვინც სვანეთის ბუნების განადგურების მომხრეა, ყველა იმ ადამიანის სახელს და გვარს წიგნში ჩაწერენ და მომავალ თაობას გადასცემენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, წიგნი სამ ადგილზე იქნება შენახული: ტაძარში და მუზეუმში, მესამე წიგნის ადგილსამყოფელი კი, მათი თქმით, გასაიდუმლოებული იქნება.