მესტიაში ადგილობრივმა მოსახლეობამ კრიპტოვალუტის მაინერების გათიშვის ფიცი დადო.
ტრადიციული რიტუალი მესტიის ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა. ხატზე დაფიცების რიტუალს ყველა ოჯახიდან ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიპტო-ბიზნესის აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაინერების გათიშვაზე ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის წარმოებისთვის საჭირო აპარატურის გამოყენების გამო, ელექტროგადამცემები მწყობრიდან გამოდის და რეგიონს რამდენიმე თვეა ელექტრომომარაგების პრობლემა აქვს, რაც მოსახლეობას და ტურიზმის სფეროს სერიოზულ ზიანს აყენებს. სვანეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, რაც მაინინგს მომგებიან ბიზნესად აქცევდა.