გურამ ფალავანდიშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმ „კომეტების“ ჩვენებას გააპროტესტებს. მისი თქმით, ფილმი „კომეტები“ ქართული პროდუქციაა და ის ლგბტქ თემის საკითხს ეძღვნება. გურამ ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ ფილმი არ შეიცავს სექსუალური ხასიათის სცენებს, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელია. მისივე თქმით, სურდათ ჩვენებაზე დასწრება და რეჟისორთან გასაუბრება, თუმცა ფესტივალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ფილმის გაპროტესტებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ გეგმავს.