„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. დღეს გაფიცვის მე-8 დღეა. დასაქმებულები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას დილიდან ელოდებოდნენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.