პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი აიყვანეს. მათ შორის არის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი ქალბატონი მეტსახელად „მამიდა“.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე ბრალდებით ორი პირი მარტში დააკავეს.