ხუცურაულის საქმე

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა და ზინაიდა ქორიძემ ბრალი სრულად აღიარეს.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს სასამართლომ იმსჯელა. პროკურატურა თავდაპირველად საპატიმრო ღონისძიებას ითხოვდა, თუმცა აღიარებითი ჩვენების შემდეგ პოზიცია შეცვალა და გირაო მოითხოვა. სხდომის დაწყების წინ, როენა ხუცურაულმა თქვა, რომ ის სასტუმრო „მამიდას“ ფართში „კათარზისის“ გაკეთებას გეგმავდა.

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გირაოს სახით როენა ხუცურაულს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მამიდა“, 30 ათასი ლარი, ხოლო ზინაიდა ქორიძეს 20 ათასი ლარი დაეკისრათ.

პატიმრობიდან ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.