წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს.
გია უდესიანის გვარი ამჯერად ბიზნესმენ ელდარ ლიპარტელიანის საქმეში ჩნდება. გამოძიება უდესიანს ბიზნესმენის გატაცებას და მისი ქონების გამოძალვას ედავება. საუბარია 2009 წლის ნოემბერში ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში მომხდარ ფაქტზე, სადაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ლიპარტელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მუქარით ერთ-ერთ შპს-ში 30%-იანი წილი დაათმობინეს. გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა.
გია უდესიანი, რომელიც უკვე ბრალდებულია კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმეში, ამ დრომდე ძებნაშია.
ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს.