უდესიანის საქმე

ქონების იძულებით გადაფორმებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებული გია უდესიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა. რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზაზა გუგავას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ბრალდების მხარე უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვა კი აღკვეთის გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. პროცესზე დაზარალებულ ემზარ ლიპარტელიანის ოჯახის წევრი დაიკითხა.

გია უდესიანსა და ზაზა გუგავას უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავებიან. უდესიანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გუგავას მიმართ კი აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული.