პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსზე, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელზე, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველსა და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორზე. უწყების ცნობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება მოხდა. კერძოდ, შედგა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დადასტურდა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.