„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი პროკურატურის მიერ წაყენებულ ჯგუფური ძალადობის ბრალს არ აღიარებს.
ზურაბ მახარაძის განმარტებით, მისი და მისი თანაგუნდელების ქმედება რეაქცია იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც 23 მარტს ზუგდიდის ოფისში მათ აგრესიულად მიუვარდნენ. მახარაძის თქმით, გამოძიება მათი ძალადობის და ფიზიკური შეხების ვერც ერთ კადრს ვერ წარადგენს. ზუგდიდის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე „კონსერვატიული მოძრაობის“ ორი წარმომადგენლის მიმართ ხვალ იმსჯელებს. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი ედებათ ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.
გუშინ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება, რომლის მიხედვითაც ზურაბ მახარაძეს და „კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ბრალი ჯგუფური ძალადობისთვის წარედგინათ, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.