პოლიტიკურმა პარტია „პროგრესულმა საქართველომ“ და მძღოლებმა კოსტავას ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი თქმით, პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ თხევადი გაზის აქციზის ფასი ბენზინის ფასს გაუთანაბრა. პროგრესულ საქართველოში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მსგავსი ქმედება უარყოფითად აისახა მძღოლებზე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მძღოლების პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.