პროგრამა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის

ისრაელი, თურქეთი, ესპანეთი – ეს ის სამი ქვეყანაა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქართველი ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალებენ.

კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებები უკვე შერჩეულია. ისინი საქართველოდან პაციენტების მიღებას, სავარაუდოდ, მომდევნო თვიდან დაიწყებენ. სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა მკურნალობის სრულ კურსს მოიცავს, თურქეთში კი პაციენტის თანმხლები პირის საცხოვრებელ ხარჯებსაც მოიცავს. მშობლებს არჩევანის უფლება ექნებათ – სურვილის შემთხვევაში ანალოგიური სერვისების უფასოდ მიღება მათ სამშობლოშიც შეეძლებათ. 18 წლამდე ონკო-პაციენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა იმ ბავშვებსაც შეეხებათ, რომლებსაც მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებული აქვთ.