პროფკავშირების მოთხოვნა

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, პროფკავშირების ორგანიზებით ხვალ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებულების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და გაერთიანება ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა კომპანიაზე ზეწოლა მოახდინოს და თანამშრომლებს აუნაზღაურონ ხელფასები და აღადგინონ სამსახურში. პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირები სამართლებრივ დავას კომპანიის წინააღმდეგ, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაიწყებს.