პროექტის პრეზენტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში “ია” პროექტის პრეზენტაცია შედგა. ახმეტელის თეატრის სცენაზე  ინტეგრირებული კონცერტი თბილისის სხვადასხვა სკოლისა და ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.

ორგანიზატორების თქმით, ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.