„ბერნარდა ალბას სახლი“ - პრემიერა ახმეტელის თეატრში

ახმეტელის თეატრში საპრემიერო სამზადისია. დასი 2 მარტს სცენაზე „ბერნარდა ალბას სახლს“ წარმოადგენს.

ფედერიკო გარსია ლორკას ბოლო პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ბერნარდა ალბას და მისი ქალიშვილების ისტორიაზეა აგებული, რომელიც ამჯერად თანამედროვე ეპოქაშა გადმოინაცვლებს. მსხიობების ნაწილი სცენაზე თანამედროვე კოსტიუმებით წარდგება, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დეკორაციაც.