პროექტის პრეზენტაცია

დედაქალაქის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თბილისის ბიუჯეტის გაზრდა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა – ეს კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებია. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა და მოსახლეობას ამ კუთხით დაგეგმილი პროექტები გააცნო.