„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლი კიდევ ერთ დევნილ ოჯახს გადაეცა.
დაბრუაშვილები ახლა ცხინვალის ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ერგნეთში იცხოვრებენ. მათ მსგავსად, მიმდინარე წელს საცხოვრებელი სახლები კიდევ 1300-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობას უჩენს. 2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში ექვსი ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის.