პროექტი „საქართველოს მატიანე“ 2019 წელსაც გაგრძელდება

პროექტი „საქართველოს მატიანე“ 2019 წელსაც გაგრძელდება.

გაიწმინდება და აღირიცხება სტუდია „მემატიანის” არქივში დაცული ფირები, ნაწილი კი გაციფრდება.

ქართულ ფილმში არსებული საცავი დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ და ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.

პირველ ეტაპზე, 2017 წლის 15 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „მემატიანეში“ არსებული კინოფირებისა და აუდიომასალის ნაწილის, 4 385 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და გაციფრება განხორციელდა.

პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია 12 000 კოლოფი მასალის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და ციფრულ ფორმატში გადატანა.