პროექტი „ემეგობრე პოლიციას“

კამპანიის, „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ღონისძიებას მასპინძლობს თელავი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ. გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის აღჭურვილობას. მიიღონ ინფორმაცია პოლიციის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. თელავში მოწყობილია შესაბამისი სივრცეები, სადაც პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებს.

კახეთის შემდეგ კამპანიის ღონისძიება რაჭაში გაიმართება.