200-მდე ბლოგერი და ინფლუენსერი იმერეთს სტუმრობს. „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან ერთად“– ეს არის ცნობილი ავიაკომპანიის ასევე პოპულარული პროექტი, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. 600 მსურველს შორის, კომპანიის მიერ შერჩეული ბლოგერები სამი დღის განმავლობაში რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და ისტორიულ ძეგლებს დაათვალიერებენ და ქუთაისსა და მთელ იმერეთს საკუთარ მილიონობით გამომწერს გააცნობენ. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ჩარტერული რეისი აბუ დაბიდან ქუთაისში დღეს დაფრინდა.