საქართველოს პირველი არხის პროექტის, „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში ნინოწმინდელი და ახალციხელი მეშვიდე და მერვე კლასელები დაჯილდოვდნენ.
ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადა მეორე წელია ტარდება აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს შორის. პროექტი ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტარდება ონლაინ-ოლიმპიადა, ყოველკვირეული „ფეისბუქ“-ვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი.