პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ 

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში ნინოწმინდელი და ახალციხელი მეშვიდე და მერვე კლასელები დაჯილდოვდნენ.

ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადა მეორე წელია ტარდება აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს შორის. პროექტი ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტარდება ონლაინ-ოლიმპიადა, ყოველკვირეული „ფეისბუქ“-ვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი.

დატოვე კომენტარი