პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება.

ბორჯომში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში საქართველოს პირველობაზე ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს მასშტაბით საგარეჯოს, გორის, ხაშურის, ბათუმის, ხულოს, თბილისის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ პირებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

ინტეგრირებულ ჯომარდობის ტურნირში გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა და გარდამავალი თასი ერთი წლით თბილისიდან ოზურგეთში წაიღო.