პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულების დაჯილდოება

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.