პროექტი „დიდგორელები“

პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სიგელები და საჩუქრები გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და განათლების აუცილებლობასა და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე.

დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან, ფინალის ჩათვლით, პროექტში 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.