როგორ მუშაობს სამწლიანი მზადების შემდეგ ამოქმედებული სესხების ამოღების ეთიკური კოდექსი – 2022 წლიდან შექმნილი კოდექსი კომერციულ ბანკს თუ მის მიერ პრობლემური სესხის ამოსაღებად დაქირავებულ კომპანიას კლიენტებთან თავაზიან და ზრდილობიან კომუნიკაციას ავალდებულებს და შანტაჟის თუ მუქარის ფორმების გამოყენებას, დისკრიმინაციულ მიდგომებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკრძალავს. მომხმარებლებზე მუქარის ფაქტების შემცირების ტენდენციის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, მსესხებლების დაშინების მცდელობებს მაინც აქვს ადგილი, რის გამოც მოქალაქეებს ეთიკის კოდექსით მინიჭებულ უფლებებს ახსენებენ.