შემდეგ რეპორტაჟში დაცლის საფრთხის წინაშე მყოფ მორიგ სოფელზე მოგიყვებით. საუბარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზემო და ქვემო ულურზე. სოფლების მცხოვრებლების ინფორმაციით, ადგილზე მოსახლეობის ნახევარი დარჩა. მიგრაციის მიზეზი კი არსებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ იციან ამ პრობლემების შესახებ და ირწმუნებიან, რომ მათი მოგვარება ეტაპობრივად მომავალი წლიდან დაიწყება.
ნატო ბერულავას და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.